"ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც პირველ იანვარს ახალგაზრდა კაცს აი აქ ძინავს"

პოეტი ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში პირველ იანვარს საქართველოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აი, რას წერს:

„ეს საქართველოა! ჩემი საქართველო! ეს ქვეყანაა, სადაც საღამოს რესტორანში ვერ იპოვი ადგილს!

ეს საქართველოა, სადაც თანამდებობის პირების პრემიებზე მილიონები იხარჯება! ეს საქართველოა, ის საქართველო, სადაც საპატრიარქოში მილიარდები ტრიალებს! სადაც მღვდელს ტრაკს უსიებს პრადოზე ნაკლები ,,სიდენია”!

ეს საქართველოა, ქვეყანა სადაც 1 იანვარს ახალგაზრდა კაცს აი აქ ძინავს და ალბათ საჭმელს ეძებს!

ეს საქართველოა, ჩემი საქართველო, სადაც ყველა სუფრაზე გაბრწყინებულ საქართველოს ლოცავენ, სადაც ყველაფერი გაძვირდა!

ეს საქართველოა, ჩემი საქართველო, რომელზეც ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება....

პ.ს. აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია... რომელიმე საუკუნის მომავალი მაინც“......

კომენტარი