ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


კომენტარი