მოსკოვში პოლიციის განყოფილება ააფეთქეს

“რია ნოვოსტის” ცნობით, დაახლოებით ერთი საათის წინ მოსკოვში, ჩრდილო-დასავლეთის ოლქის პოლიციის განყოფილების შენობაში დაუდგენელმა პირმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.
ამ ქმედებას აფეთქება მოჰყვა, რის შემდეგაც ოლქსა და მიმდებარე რაიონებშიც სასწრაფოდ გამოცხადდა პოლიციელთა მობილიზაცია.
მარშალ კონევის ქუჩაზე, 6 ნომერში მდებარე განყოფილებაში, სადაც ზემოთხსენებული აფეთქება მოხდა, არავინ დაშავებულა. აფეთქების შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა და ფანჯრები დაზიანდა. ჯერჯერობით პოლიციელებმა ვერ დაადგინეს იმ პირის ვინაობა, ვინც ხელნაკეთი მოწყობილობა შენობაში შეაგდო.

კომენტარი