ექიმებმა საავადმყოფოს დერეფანში დავარდნილი პაციენტი უყურადღებოდ დატოვეს , რის გამოც ის გარდაიცვალა (+18)

ეს შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ზაფხულის პერიოდში მოხდა, თუმცა, ინფორმაცია და ვიდეო სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. კადრებში კარგად ჩანს, პალატიდან გამოსული მამაკაცი როგორ ეცემა ძირს და როგორ სთხოვს ექიმს შველას, რომელიც პაციენტს ყურადღებას არ აქცევს და ცივად ბრუნდება უკან. მამაკაცი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში სტაციონარის დერეფანში სისხლიანი იწვა. ის ინციდენტამდე 11 დღით ადრე თავის ქალის დაზიანებით შეიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

პაციენტი დერეფანში იატაკზე კრუნჩხვებში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა, მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა სხვა მედპერსონალმა, თუმცა მისი დახმარება უკვე ვეღარ შეძლო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საავადმყოფოს თანამშრომლები ეტაპობრივად იკითხებიან.

კომენტარი