"რა მალე დაგავიწყდათ ამ გოგოს უბედურება" - ნახეთ, რას წერს მაგდა პაპიძის შესახებ მისი და

მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში სატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"არასდროს არ განსაჯო ადამიანი მანამ, არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით...რა მალე დაგავიწყდათ ამ გოგოს უბედურება....როგორ ადვილად გადაიტანეთ მისი შვილის დამარხვა....აღარავის გახსოვთ ეს გოგო...ისტორიას დარჩა მისი ტრაგედია ....უკან მოიტოვეს მისი უბედურება...მის ქონებას დაობენ...5 დეკემბერს მისი ქონების გაძიძგვნის პროცესია მიდით.... დაესწარით....უყურეთ როგორ იმართება სასამართლო მის სახელზე დარჩენილ ქონებაზე .....ვერ იყოფენ მის სახელზე დარჩენილ ქონებას....(მანქანა და ლეპტოპზე ბრძოლობს მისი დედამთილი)მისი ქონება მიწაშია.... შვილი დაუმარხეს ......5 დეკემბერს მიდით და მხარი დაუჭირეთ მის დედამთილს ქონებაზე დაობს ......რა საინტერესოა ეს ცხოვრება ვზივარ და ვფიქრობ რა დროს ლეპტოპია როცა შვილი გყავს მკვდარი....რა დროს მანქანაა როცა 5 წლის პატარა მიწას მივაბარეთ....მოდით და დამიპირისპირდით....მე მართალი ვარ როცა ამ პოსტს ვწერ სუფთა მაქვს სინდისი....''რამელეპტოპება'' ! ....სირცხვილია ხალხო რაზე დაობთ ძალიან ძალიან მრცხვენია რაზე ედავებით ლეპტოპს და ჩემი დის მანქანას სულ ისე გაჩუქებდით რა პროცესებს მართავთ სასამართლოში.....რამხელა სიმდაბლეა....და რა დასანანია რომ ასე კარგად თამაშობთ როლებს...." - წერს ლანა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი