გურამ კაშიას თქმით, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში

აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა. ფეხბურთელის თქმით, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში.

კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და ვერავინ წამოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში. აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ჩემი საქმე სპორტია, მინდა ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

კომენტარი