რუსთავში ბავშვზე მოძალადე ბებია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

რუსთავში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე ბებია და შვილიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "TV ქვემო ქართლი" ავრცელებს.

ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეგობრობის გამზირზე ბებია შვილიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა რის გამოც მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენე პოლიციის 3 ეკიპაჟი და ქვემო ქართლის სოციალური სააგენტოს სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარი