სამი წლის გოგონა ნაყინის კასრში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა

3 წლის სეიდი გრეის ენდიუსი თავის და-ძმასთან ერთად სახლის მახლობლად თამაშობდა, სადაც პატარა სანაყინე კაფე იყო გახსნილი. კაფეს გვერდით ნაყინის დიდი კონტეინერი იდგა, რომელიც საწარმოო ცხიმით იყო სავსე. გაურკვეველი მიზეზების გამო კონტეინერი არ იყო ჩაკეტილი. გოგონა მასზე აძრომა გადაწყვიტა და კასრის თავი სწორედ მაშინ ჩაიკეტა, როდესაც ბავშვი შიგნით ჩავარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას ცხედარი 15 წუთში ამოიყვანეს კონტეინერიდან, რადგან თავსახურის გაღება გაუჭირდათ. ოჯახის წევრები და კაფეს თანამშრომლები სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ცდილობდნენ გოგონასთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ის გარდაცვლილი არ იყო.

სანაყინე კაფემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს მომხდარის გამო და გოგონას მშობლებს უსამძიმრებს შვილის ტრაგიკულად დაღუპვას.

კომენტარი