სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთის პრემიერის თვითმფრინავი სომალიში ტერმინალს შეეჯახა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თვითმფრინავი სომალის დედაქალაქ მაგადიშოს აეროპორტში დაშვებისას ტერმინალს შეეჯახა.
ამის შესახებ თურქული გაზეთი "ვათანი" იუწყება.
აღნიშნულმა ინციდენტმა მგზავრებში პანიკა გამოიწვია, თუმცა დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავში ერდოღანთან ერთად პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი იმდენად დაზიანდა, რომ ფრენას ვეღარ შეძლებს.
ცნობისთვის, ერდორანი სომალიში თურქული წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციის წარმომადგენლობისა და საველე ჰოსპიტალის გასახსნელად ჩავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100