ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

“დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და ქვედა კიდურების არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს კლინიკაში.

ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი