პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს: ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უფალი ბრძანებს: აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს“, - განაცხადა პარტიარქმა და ოჯახის წევრებს მიმართა, რომ ახლა მათ უსმენდა.

უწმინდესისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიომასალას საპატრიარქო ასაჯაროებს.

კომენტარი