ნანუკა ჟორჟოლიანი: გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში...სერიოზული აფიორაა და არ გაეხვიოთ

ნახეთ რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და რა განცხადების გავრცელებას ითხოვს:

მეგობრებო, არასოდეს, არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია.

უფრო მეტიც, უკვე დავიწყეთ გარკვევა, რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც იტყუება ჩემი სახელით და შეცდომაში შეყავხართ, თითქოს მე კონკრეტული წამლით დავიკელი.

ეს კომპანია მოსკოვში საქმიანობს. საერთოდ არ არიან დარეგისტრირებულები საქართველოში. დავურეკეთ, ვითომ შეძენის კუთხით და ოპერატორმა აეროპორტის მაგისტრალზე მაწოდებენ წამალს, არც კი ვიცი ვისგან ვყიდულობო.

სერიოზული აფიორაა და არ გაეხვიოთ. გაიფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, რომელსაც აშკარად შეექმნება საფრთხე ამ წამლის მიღების შემდეგ.

გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში. 50-ზე მეტ შეტყობინებას ვიღებ დღეში. როგორც ჩანს, ბევრი შედის შეცდომაში

კომენტარი