მონაზვნები, რომლებიც მარიხუანას ეწევიან, მის ექსპორტს ახდენენ და კურნავენ მსოფლიოს

მონაზვნები, რომლებიც მარიხუანას ექსპორტს ეწევიან კურნავენ მსოფლიოს. ამ სათაურით გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცეში სრული შოკი გამოიწვია.

ეს ამბავი შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ნამდვილად რეალური ისტორიაა.

კალიფორნიაში ,ერთ ძალიან ლამაზ ადგილას ცხოვრობენ მონაზვნის სამოსში გამოწყობილი „დედები“ . რაგინდ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ისინი ზრდიან და ეწევიან მარიხუანას და ამზადებენ მისგან სამკურნალო მალამოს, რომელსაც სამკურნალო მიზნით უგზავნაინ ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება. „დედები“ ამბობენ, რომ მარიხუანისგან დამზადებულ სამკურნალო საშუალებას არ აქვს ფსიქოტროპული მედიკამენტის დანიშნულება, ის მედიცინის დარგში გამოიყენება და ძალიან ეფექტურია.

ასევე ისინი ამბობენ, რომ ლეგალურია მათი ნარგავები და კანონის დარღვევით არ მოქმედებენ. ბოლოს კი უნდა გითხრათ ის, რომ „დედები“ ვიდეოს ბოლოს ამბობენ, რომ ისინი არ არიან რელიგიურები და სულაც არ არიან მონაზვნები, უბრალოდ ჩვენი ჩაცმულობით მარიხუანის პლანტაციების მიმართ პატივისცემას და მოწიწებას გამოვხატავთო.

კომენტარი