სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში პრეზიდენტ მედვედევის სახლის სახურავი იწვის

დაახლოებით ერთი საათის წინ მoსკოვის დასავლეთში მდებარე ელიტურ საცხოვრებელ კომპლექს „ოქროს გასაღებში“, სადაც ბინა რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევსაც აქვს, ხანძარი გაჩნდა.

ელიტურ სახლში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობის თანახმად, მოსკოვში, მისამართზე: მინსკის ქუჩა, სახლი 1 ბ - მდებარე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი ჯერჯერობით ბოლომდე დაუდგენელი მიზეზებით გაჩნდა.

დაიწვა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ხანძარი ამ დროისთვის თითქმის ლოკალიზებულია. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე 12 სახანძრო რაზმი მივიდა. შემთხვევის ადგილზე არიან ასევე საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ცეცხლი სახურავზე, დაახლოებით 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. როგორც გაირკვა, ხანძარი გამათბობელს და მის გარსს გაუჩნდა, რომელიც ხისგან იყო დამზადებული. მეხანძრეებს ორი ამწე ეხმარება და ისინი ამ დროისთვის შენობის სახურავის ნაწილს ხდიან, რათა ხანძრის კერის საბოლოო ლოკალიზება მოახდინონ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, მინსკის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან სახლში ერთ-ერთი ბინა პრეზიდენტ მედვედევისა და მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, ამავე სახლში სხვა ბინების მფლობელები კი, ძირითადად, ბანკირები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100