"უმორჩილესად გთხოვთ, 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ" - მამა პეტრეს ეს განცხადება ბევრს აღაშფოთებს

მამა პეტრე მიმართვას ავრცელებს ფეისბუქზე:გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, 18 წლის ბავშვების ბერად აღკვეცას ხელს ნუ უწყობთ. ჩვენი ერის დეგრადირება სწორედ აქედან იწყება... ქვეყანა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ კრიზისს ადვილად გადაიტანს... ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდების გაუაზრებელი ნაბიჯები მთელი ცხოვრება დაგვიჯდება...
ვიტყვი იმასაც, რომ მონასტრული ცხოვრების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, ჩემი ყველაზე დიდი და სანუკვარი მიზანია, მაგრამ მაგრამ ჩემს გვერდით მყოფი ,,აღკვეცილებისგან" არ მინდა მესმოდეს-,,ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსა"... ბერობა კი უბედურება ნამდვილად არ არის და გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ნურავის გავაუბედურებთ...

კომენტარი