"ისე ამტკივდი, არ მყავს მკურნალი" -გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედის ფეისბუქ-პოსტი, რომელიც სულს შეგიძრავთ

გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედის ფეისბუქ-პოსტი, რომელიც სულს შეგიძრავთ:

ღია სარკმელთან მივატოვე მოლოდინი და

გადავივიწყე, რაც აქამდე ამიტანია.
დავცარიელდი უნებურად და ჩემს თვალებში,
საოცრად ცივი და უმზეო განთიადია..
მოულოდნელად გავეყარე ნანატრ სიყვარულს
და ის დავკარგე, რაც ოცნების საწინდარია...

ტირის უღმერთოდ ბედის ბორბალი,

თითქოს მოსწყინდა უაზროდ ბრუნვა,
ვერ დავამგზავრე გულს შენი გული,
ზეცად წახვედი ენგელოზებთან.
ისე მომწყურდი ვით მწყურვალს წყალი,
ღამე საშიში ნაბიჯებს მითვლის,
ისე ამტკივდი, არ მყავს მკურნალი,
გაქცევა მინდა, დროც კი გამირბის !

კომენტარი