სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გთხოვთ ნუღა დაიტირებთ ჩემს ფერიას" - ანასტასია ზაალიშვილის დედის პოსტი შვილის დაკრძალვის შემდეგ

ნახეთ გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედის პოსტი შვილის დაკრძალვის შემდეგ, რომელიც ძალიან რთული წასაკითხია:

ღმერთი არსებობს და სასწაულიც ნამდვილად მოხდა!! ბევრი ფიქრის ნერვიულობის და ძალიან კეთილი ადამიიანების სმს-ებს წაკითხვის შემდეგ(მე კველაფერს ვკიტხულობ,უბრალოდ წერის თავი ნამდვილად არ მაქვს,ნუ მიწყენთ თუ ვერ გპასუხობთ) გავაცნობიერე,რომ ჩვენმა ერთობლივმა ლოცვამ უდიდესი სასწაული მოახდინა!!! ჩემი ანასტასია ცაში გაფრინდა ღმერთთან, თავისი მფარველი წმინდა ანასტასია მკურნალის ხსენების დგეს!!! მძიმე მარხვის ჟამს და შობის კვირაშიი ... შემთხვევით ამქვეყნად არაფერი არ ხდება,ანგელოზი იყო ციდან მოფრენილი და ანგელოზადვე წავიდა ჩემი პატარა .... გთხოვთ ნუღა დაიტირებთ ჩემს ფერიას,არამედ ვადიდთ უფალი და მხოლოდ ლოცვით ვიყოთ ანასტასიასთან,ის კი ჩვენ ყველას და თქვენს შვილებს დაიფარავს ,რამეთუ ანგელოზია უკვე თავადაც!!! არავის არაფერში ვადანაშაულებ,რადგან იყო ნება უფლის,რომ ამქვეყნიური წუთისოფლის სიმწარე აერიდებინა და წაიყვანა მალევე მისი სპეტაკი სული...გული ძალიან მტკივა ჯერ ისევ და ვიცი სულ მეტკინება რადგან მენატრება და ჩემთან არ არის... ძალიან მიჭირს ამ კველაფერტან შეგუება.დრო ყველაფრის მკურნალიაო,მაგრამ ვიცი მე ვერ მიშველის.. უბრალოდ მომიწევს ამ ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლა , რადგან ანასტასიამდე მისასვლელი სხვა გზა არ არსებობს ... მადლობა ყველას გვერდით დგომისთვის და გამხნევებისთვის .... მე თქვენ ძალიან მიყვარხართ !!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100