დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სადღესასწაულო წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

კომენტარი