სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის დუმის ჩინოვნიკმა მედვედევი სცემა

რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, სერგეი ტიხონკო დააკავეს. ,,რია ნოვოსტის” ცნობით, ტიხონკოს ბრალი მობილურის ქურდობასა და ადამიანზე თავდასხმაში ედება.

შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე პოლიციის შენობაში დაზარალებული მივიდა და განაცხადა, რომ „ბოლშაია გრუზინსკაიას“ ქუჩაზე ავტომობილით მგზავრობდა, უცებ მას ორი ნიღბიანი პირი გადაუდგა და ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მან მანქანა გააჩერა, რის შემდეგაც ავტომაქანიდან გადმოათრიეს, სცემეს და მობილური ტელეფონი წაართვეს.

დაზარალებულმა მილიციელებს ის ქუჩაც აჩვენა, რომლითაც დავდამსხმელები გაიქცნენ. მილიციელებმა კინოლოგების დახმარებით ერთ-ერთი დამნაშავის დაკავება, დანაშაულის ადგილიდან 800 მეტრში შეძლეს. სამართალდამცველების გასაკვირვად, დამნაშავე რუსეთის დუმის თანამშრომელი აღმოჩნდა.

ნაცემი დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუგინეს. დაზარალებულის პასპორტში ამოიკითხეს გვარი – მედვდევი. დაყაჩაღებული და ნაცემი მძღოლი, უმუშევარი ივანე მედვედევი აღმოჩნდა.

რატომ დასჭირდა რუსეთის დუმის ჩინოვნიკს, რომელიც ბიუჯეტსსა და გადასახადებს აკონტროლებს, სხვისი მობილური ტელეფონი და რა მიზეზით სცემა მან მედვედევი, ამას ალბათ რუსეთის პროკურატურა გაარკვევს.

კომენტარი