დამწვრობის ცენტრს კიდევ ექვსმა „გარუჯულმა“ მიმართა

დამწვრობის ცენტრს გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობის გამო კიდევ ექვსმა ახალგაზრდა გოგომ მიმართა, მათგან ერთი ჰოსპიტალიზირებულია, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრში განაცხადეს. როგორც მედიკოსები ამბობენ, ბოლო პერიოდში გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვის ფაქტებმა წინა წლებთან შედარებით მოიმატა.

ექიმების აზრით, ამის მიზეზი არასწორი გარუჯვაა, განსაკუთრებით კი - ლეღვის ფოთლების ნახარშის გადავლებით გარუჯვის მცდელობა. სპეციალისტები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, უარი თქვან ამ „უაზრო და მავნე მოდაზე“, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები სავალალო იქნება.

კომენტარი