სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იურმალაზე საქართველოს გიორგი ნადიბაიძე წარადგენს

იურმალაზე საქართველოს გიორგი ნადიბაიძე წარადგენს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს ინფორმაციას.

„მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!

ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს!

მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, „ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას.

დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს.

პ.ს ყველას უღრმეს მადლობა თანადგომისა და კეთილი სურვილებისთვის!“ - წერს ნადიბაიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

ამ ინფორმაციას ნადიბაიძის სტატუსის კომენტარებში გამოეხმაურნენ თიკა ჯამბურია და ნიკოლოზ რაჭველი.

„ ყოჩაღ გიო! გგულშემატკივრობ!!!“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი

„ურაა, რა მაგარია, მე წამოვალ სოჭში“ - ეს კი თიკა ჯამბურიას კომენტარია.

ცნობისთვის გიორგის რუსეთში თან ახლავს პროდიუსერი ნატო დუმბაძე. ამ ამბავს რა თქმა უნდა არ ჩაუვლია ქეთა თოფურიას გარეშე, რომელიც ქართულ ვოისში გიორგის მწვრთნელი იყო და პროექტი მათ ერთად მოიგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100