"ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე"

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიაზე წერს:

ძვირფასო ბატონო ბიძინა,
მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ. არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა... მიხარია თქვენი ერთსულოვნება. საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.
დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი. მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი... რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.
ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.
მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში.

კომენტარი