სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შეშლილი ერი!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი სექს-ვიდეოების სავალალო შედეგებზე საუბრობს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების ფაქტებსა და მცდელობებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი. მის პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ნიკა გვარამიამ თქვა პირადით მაშანტაჟებენო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც იგივე თქვა. თან დაასახელა. წულუკიანი ილტვის გამოვაქვეყნოთო...

ეკა მიშველაძემ თქვა თვალთვალი იყო ჩემს პირადზეო!

ინგა გრიგოლიას ემუქრებიან.

ორ პოლიტიკოსს ქალბატონს გამოუქვეყნეს.

დანარჩენი დაანონსეს.

გოგი თოფაძემ გაგვაფრთხილა, "წესიერად" ვინც არ მოიქცევა მასალებს გამოვუქვეყნებთო.

ნოეს ფილმი იქეთ იყოს და სანამ ცივილიებულმა მსოფლიომ დაბლოკა საქართველო, როგორც ერთი დიდი პორნოგრაფია ხმა ამოვიღოთ! რამე მოვიფიქროთ! გავაჩეროთ ეს მარაზმი. თორემ გალია არ აგვცდება. თავზე დაგვაწერენ -შეშლილი ერი!“ - წერს ჟურნალისტი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100