paintball- ში ორგანიზატორმა itv- მ გაიმარჯვა

ჟურნალისტებმა ერთმანეთს ფერადი "ტყვიები" დაუშინეს: "ბრძოლის ველზე" ერთმანეთის პირისპირ რამდენიმე ტვ–ს ჟურნალისტები წარსდგნენ. პირველ წყვილს შორის წარმსდგარ "აი–ტვ–ს" ჯგუფს, ერთი შეხედვით, ყველაზე მეტად არ გაუმართლა: მათი მოწინააღმდეგეები კენჭისყრის შედეგად "პიკ.ტვ"–ს შემადგენლობა გახდა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, "სტრაიქბოლის" მონაწილეები და სახეები ყოფილან: ამის მიუხედავად, "აი–ტვ–ს" ჯგუფზე ამგვარმა "ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ" შედეგი ვერ გამოიღო – მათ გათამაშებიდან ზედიზედ გამოთიშეს "პიკ.ტვ", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "პალიტრა": რაც ნთავარია, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ იმარჯვებდნენ და ერთადერთი გუნდი, რომელმაც მათი მოგება ეჭვქვეშ დააყენა, "რუსთავი2" აღმოჩნდა, რომელსაც ფინალში შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით და მაყურებელთა მხარდაჭერით დღევანდელი ტურნირის გამარჯვებული გახდა "აი–ტვ" .

მეორე ადგილზე გავიდა "პალიტრა ტვ", რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოუგო "რუსთავი–2"–ს. ხოლო მესამე საპრიზო ადგილი "რუსთავი–2"–ს ერგო წილად...

მთავარი კი ის იყო, რომ გაიმარჯვა მეგობრობამ და ჟურნალისტებმა კვირადღეს განმუხტვა შეძლეს. გამარჯვებულმა ხუთეულმა (ეკა (გუნდის კაპიტანი); ლადო; უჩა; დათო; ლაშა.) სპონსორებისგან: "რონიკო" და "იოლი" სხვადასხვა პრიზები მიიღეს, დაჯილდოების შემდეგ კი პიკნიკი ჩატარდა.

კომენტარი