გალში კონფლიქტების პრევენციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაერო-ს თავმჯდომარეობით ბოლო შეხვედრა გალში მიმდინარე წლის 20 მაისს გაიმართა.

მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პროცედურები და გადაადგილების თავისუფლების საკითხები განიხილეს და მდინარე ენგურის გასწვრივ შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნვებელყოფის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. ასევე დაისვა მდინარის ერთი მხარის მონაკვეთზე მიმდინარე სანაპიროს გასამაგრებელი სამუშაოების საკითხი.

შეხვედრა კონსტრუქციულ და პროფესიონალურ გარემოში გაიმართა.

კომენტარი