სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება

ნიკა გვარამია მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ

"სამწუხაროდ ხელისუფლებამ აირჩია ბოლო 3 წელია რუსთავი 2-თან და პირადად ჩემთან მუდმივი პოლემიკის რეჟიმში ყოფნა, როგორც ჩანს მეტის საქმე არ აქვთ,"-განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით ხელისუფლება ჩანაწერებს აქვეყნებს სამთავრობო სააგენტოების მეშვეობით.

"ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არა მისი შინაარსსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და არა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს.

"ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, მე ვესაუბრები მიხეილ სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ნათელაშვილსაც, ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის, არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიის დმოუკიდებლობასთან ეს კავშირში არ არის," - აცხადებს გვარამია.

ვიდეო“ http://rustavi2.com/ka/news/56540

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100