ამერიკულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის მხარდაჭერა დაადასტურა

ამერიკულმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ბაიდენი საქართველოსთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ ადგილს უთმობს. მან სააკაშვილისა და ჩევნი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა", - განაცხადა ბოკერიამ.

ბაიდენისა და სააკაშვილის შეხვედრა რომში გაიმართა, სადაც სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად იტალიის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რომში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც შეხვდება.

კომენტარი