სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

500-მდე ავიარეისი გაუქმდა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო

ევროპის საჰაერო მიმოსვლის სააგენტოს ცნობით, დღეს 500-მდე ავიარეისი გაუქმდა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევისა და, შედეგად, ვულკანური ფერფლის ჩრდილოეთ ირლანდიაზე, შოტლანდიასა და სკანდინავიაზე გავრცელების გამო. ისლანდიაში შაბათს ამოიფრქვა გრიმსვოტნის ვულკანი, რამაც ჯერ ცოტა ხანი შეუშალა ხელი ნორვეგიის საჰაერო მიმოსვლას, დაიხურა დანიის საჰაერო სივრცის მცირე ნაწილიც. ბრიუსელში დაფუძნებულ უწყება „ევროკონტროლის“ საოპერაციო განყოფილების დირექტორმა, ბრაიან ფლინმა დღეს განაცხადა, რომ ფერფლის ღრუბელი, სავარაუდოდ, სამხრეთისაკენ გადაინაცვლებს. ექსპერტები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ გამეორდეს შარშანდელი კრიზისი, რომელიც ასევე ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის ღრუბელმა გამოიწვია და რომლის გამოც საჰაერო მიმოსვლა ევროპაში ექვსი დღე ქაოსით იყო მოცული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100