ნინო ბურჯანაძემ მიტინგზე საგანგებო განცხადება გააკეთა

"ძალიან სანდო წყაროზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ ქართულმა ჯარმა, შეთავაზებაზე – საჭიროების შემთხვევაში აწიოს ხელი ქართველ ხალხზე, კატეგორიული უარი განაცხადა" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას უფრო ეფექტური წარმატების მიღწევა გვინდა, მე მადლობას გიხდით იმ წარმატებისთვის, რასაც მივაღწიეთ: ჩვენ მოვედით აქ და მოვიპოვეთ პირველი არხის ეთერი. მე მოვითხოვ, რომ ჩემი განცხადება ჯართან დაკავშირებით პირველმა არხმა გადასცეს საღამოს, 8 საათიან მოამბეში“

„ჩვენ ველოდებით ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან იმ მიზანს,რაც ჩვენ გვაქვს დასახული, ბევრად მეტი რაოდენობის ხალხი სჭირდება. კიდევ ორი დღის განმავლობაში, 25 მაისის 12 საათამდე აქ ეს კერა უნდა შევინარჩუნოთ და წინასწარ დაგეგმილ დროს უნდა დავიძრათ თავისუფლების მოედანზე, რათა იქ, ბოლო ზარზე ქუდზე კაცი დადგეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 26 მაისს აღლუმი ხელისუფლებამ მშვიდად ვერ ჩაიბაროს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარი