როგორ „გადარია“ ზურა სალუქვაძემ ამერიკელები

აშშ-ში მცხოვრები ქართველი პოეტი ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში ერთ პატარა ამბავს გვიამბობს.

„აი ის მომენტი, შუა ამერიკაში ტელეფონს რომ ამოიღებ და ეგრევე სიმღერას რომ დაიწყებ თან ძალიან ხმამაღლა, მერე ლექსის კითხვაზე რომ გადახვალ და ამასაც ძალიან ხმამაღლა, მერე სიყვარულს რომ ეფიცები და ამას უკვე გაჰყვირიხარ, მერე ისევ სიმღერაზე რომ გადახვალ და ბოლოს რომ გაიხედ-გამოიხედავ და 30-მდე ადამიანი რომ გიყურებს და გიჟი რომ ჰგონიხარ ყველას მაგრამ შენ ეს საერთოდ ფეხებზე რომ გკიდია რადგან შენ ხომ შენს მთვრალ ძმაკაცებს ელაპარაკები თბილისში რომლებიც ყველას და ყველაფერს გირჩევნიააააა !!!! .... მე ვაბოდებ ჩემ ძმაკაცებზე, აეეეეეე.... მე თქვენ მიყვარხართ

P.S. ხარებამ უთხრა გოგიააააას..... საქართველოში ჯობიააააა“ - წერს სალუქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე


კომენტარი