სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიწმარიშვილი ქრისტიან - დემოკრატებს კუდ–ის აგენტის შემოგზავნაში ადანაშაულებს

"ქართული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი, ეროსი კიწმარიშვილი ამ წუთებში საგანგებო განცხადებას აკეთებს და სკანდალს ახმაურებს. მისი თქმით, "ქართული პარტიის" რიგებში "ქრისტიან–დემოკრატებმა" კუდ–ის ფარული თანამშრომელი შეგზავნეს.

კიწმარიშვილის განცხადებით, შემთხვევა პარტიის გურჯაანის განყოფილებაში მოხდა. კუდ–თან თანამშრომლობა ამ რეგიონალური ოფისის მენეჯერს, მერცია სინჯიკაშვილს ბრალდება.

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ სინჯიკაშვილის მხილებისთვის საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვეს. იგი კუდ–ის იმ თანამშრომელთან კავშირშია შემჩნეული, რომელსაც გურჯაანში ყველა იცნობს და ყველასთვის კარგა ხანია, გაშიფრულია. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ეს თანამშრომელი აქციების დროს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა და საპროტესტო კოლონაში ავტომანქანების გადაადგილებას ხელს უშლიდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია მოჰყვება კიწმარიშვილის ამ განცხადებას სინჯიკაშვილის ან ქრისტიან–დემოკრატების მხრიდან. ისინი, სავარაუდოდ, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100