კალაძის პრესცენტრი ნინო ჩხეიძის წინააღმდეგ

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, პოეტი ირაკლი გაფრინდაშვილი ქართულ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვეული იუმორით ეხმაურება.

„რა მოხდება ნინო ჩხეიძეც რომ სადმე წავიდეს?:)))“ - წერს ირაკლი გაფრინდაშვილი. მისი სტატუსის კომენტარებში კი ირაკლის მეგობრები მსჯელობენ იმაზე თუ რა კარგი იქნება, რომ ივანიშვილისა და კბილაშვილის მსგავსად ნინო ჩხეიძეც სამოქალაქო სექტორში წავიდეს და აღარ იმღეროს.

ქალაქური სიმღერებით ცნობილი ჩხეიძისთვის მიძღვნილი სტატუსის ქვეშ შემდეგ კომენტარებს წაიკითხავთ: „აუ ხო რა კაი აზრია“ „მარშუტკის მძღოლები გაიფიცებიან“ „მარშუტკები და მაია ასათიანიც მივაყოლოთ“

კომენტარი