პედაგოგებისთვის პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს

ყოფილ მე-5 სამშობიარო სახლში დღეს პედაგოგებისთვის პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მე-5 კლინიკური-მრავალპროფილური საავადმყოფოდან(ყოფილი მე-5 სამშობიარო სახლი) აცნობეს, გრძელდება აქციების სერია - "მოსახლეობის პროფილაქტიკური გასინჯვა". დღევანდელ აქციაში მონაწილეობას მიიღებს თემქის #160, #136, #175, #200, #164 სკოლის პედაგოგები.

მთელი დღის მანძილზე უფასოდ იმუშავებენ კლინიკის ექიმ-სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ტრავმატოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ალერგოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი.

ასევე ჩატარდება ექოსკოპიური, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

კომენტარი