"რაც ხდება ჩვენთან რჩება ჩვენთან" ივენთის წლევანდელი ვიდეო უკვე მზადაა - ეროტიკული კადრებისა და სექსუალური სტუმრების გამო ვიდეო ბომბივით აფეთქდა სოციალურ ქსელში

"რაც ხდება ჩვენთან რჩება ჩვენთან" ივენთის წლევანდელი ვიდეო უკვე მზადაა - ეროტიკული კადრებისა და სექსუალური სტუმრების გამო ვიდეო ბომბივით აფეთქდა სოციალურ ქსელში. დრონი.ჯი დაუკავშირდა ივენთის ორგანიზატორებს და ამ პროექტის შესახებ გაესაუბრა.

ნიცა და გიორგი ცოლ-ქმარი არიან, რომლებიც უკვე სამი წელია ამ ივენთს აკეთებენ და ყოველ წელს ახერხებენ ჩვენს გაოცებას.

გიორგი: მოკლედ, სულ გვქონდა სურვილი მე და ნიცას მოვხვედრილიყავით სადმე ფულფართიზე, ისეთზე, როგორიც ფილმებშია, აი თინეიჯერი შვილის მშობლები რო მიდიან სადღაც და 2 სართულიან სახლს აუზით უტოვებენ. იქ იკრიბება ნაცნობი თუ უცნობი სასტავი და სასმელი, გართობა უფასოა მოკლედ, ალბათ ყველას ნანახი აქვს მსგავსი ტიპის ფილმი(იცინის).

საქართველოში არსად არის მსგავსი სიტუაცია და ამის გამო გადავწყვიტეთ ჩვენ მოგვეწყო.
ეს არ არის კომერციული პროექტი და უბრალოდ ჩვენ გართობაზეა გათვლილი. ანუ - ჩვენ გვისწორდება ყველაზე მეტად რასაც ვაკეთებთ და გამოდის ყველაზე მაგარი ფულფართი, რაც კი გაკეთებულა საქართველოში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ თუ არ ვიქნებით მსგავსი ვერ გამოვა, რადგან ყველაფერს ჩვენ თავზე ვიღებთ, დაწყებული დაგეგმარებიდან, ხარჯთაღრიცხვა, სპონსორები, თამაშები, მუსიკა და რაც ყველაზე მთავარია ხალხის ფილტრაცია, რასაც 24/7-ზე ვუნდებით.
გოგოები 18+
ბიჭები 21+
უმეტესობას პროტესი აქვს ამ შეზღუდვაზე, მაგრამ ვთვლით, რომ ბიჭები (მითუმეტეს საქართველოში) მეტად პრობლემურები არია,ნ ვიდრე გოგოები, ამის გამო გავაკეთეთ შემდეგი შეზღუდვა.
ასაკის გარდა ყველას ვუმოწმებთ სოციალურ ქსელს.
მისი ფოტოების, აქტივობების და მეგობრების მიხედვით ვწყვეტთ შემოვუშვათ თუ არა.
კიდევ რატომ გამოდის განსაკუთრებული?! იმიტომ რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას და ყველაზე მეტად ვიხარჯებით ხალხთან ერთად, ვართ 2 დარტყმული ადამიანი და რომ გვიყურებენ როგორ ვიხარჯებით მაქსიმალურად გვყვება ყველა.
გვაქვს უამრავი საჩუქრები, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს სტუმრებს, რომ ბოლომდე დაიხარჯონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს. როგორც აღვნიშნე, ვართ 2 დარტყმული ადამიანი, რომლებიც ყოველდღიური საქმეებით ვართ დაკავებულები, სამსახურებში (არაერთში) ვმუშაობთ სულ, გვაქვს უამრავი რუტინული საქმე როგორც ყველას, გვყავს 2 განსაკუთრებული შვილი და ვცდილობთ მათ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ, ამასთან ვარჯიშსაც ვასწრებთ. პარალელურად გვაქვს სექს შოპი www.Shop69.ge.
ეს ივენთი კიდევ ჩვენ და ჩვენნაირებს საშუალებას აძლევს დაივიწყოს ის ყოველდღიურობა და წელიწადში ერთხელ დაუვიწყარი დღე მოიწყოს. ჩვენ ივენთზე წლიდან წლამდე საუბრობენ.


კომენტარი