ქორწილში "ლეზგინკას" ცეკვის დროს მამაკაცმა ბავშვს ტრავმა მიაყენა

ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა - ასტრახანში, ქორწილში მამაკაცმა პატარა გოგონას "ლეზგინკას" ცეკვის დროს ტრავმა მიაყენა.

მოცეკვავემ გადაწყვიტა ჰაერში ტრიალი გაეკეთებინა, რა დროსაც მოზარდს დაახტა თავზე. გოგონას თავის ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარი