სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნაური შემთხვევები: სუიციდის მცდელობა რუმინეთის პარლამენტში (ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: თანდართული ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი ბავშვებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის!

შემთხვევა რუმინეთის პარლამენტში 2010 წლის დეკემბერში მოხდა. ერთ–ერთი საკითხის განხილვის დროს, როცა ტრიბუნასთან ქვეყნის პრემიერი მივიდა, პრეს–ლოჟაში მყოფი ჟურნალისტებიდან ერთ–ერთი მოაჯირზე შეხტა, დეპუტატების ყურადღება შეძახილით მიიპყრო, ხელები გაშალა და გადმოხტა. მართალია, მამაკაცმა მძიმე ტრავმები მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, იგი გადარჩა. რუმინეთის ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზად პირადი მოტივი დაასახელა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმკვლელობის მოსურნის ვაჟს, რომელიც აუტიზმითაა დავადებული, სახელმწიფო დახმარება მოუხსნეს, რასაც ჟურნალისტი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევდა. კოლეგებმა ისიც დაინახეს, რომ სუიციდის მცდელობის დღეს რუმინელ ჟურნალისტს ეცვა მაისური, რომელზეც ეწერა: „თქვენ მოჰკალით ჩვენი შვილების მომავალი!“

ვიდეო: „რეგიონ.ტვ“:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100