ფიზიკური დაპირიპირება ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის. ხმაური კასპში მასშემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი,რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„მშვიდობიანი ევროპული საარჩევნო გარემოს შექმნა და ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ და არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კონტრ-ბრალდებებით გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდნენ თუმცა ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, მათ ადგილზე დაქირავებული პროვოკატორები დაახვედრეს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარი