ზოოპარკიდან გაქცეული სპილოს პოლიტიკური შეხედულებები...

დღეს დილის 11:00 საათზე ზოოპარკიდან სპილო გაიქცა. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია იუწყება გიგანტური ცხოველის მომვლელს კარი ღია დარჩა, სპილომაც დრო იხელთა და თავისუფლება ამჯობინა. თუმცა, ეს თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა და სამაშველო სამსახურმა ცხოველი „შინ“ მალევე დააბრუნა.

შალვა ნათელაშვილმა კი ამ ყოველივეს იუმორით შეხედა და გაქცეული სპილო ოპოზიციონერად შერაცხა.

თავისუფლებას მოწყურებული ცხოველისთვის კი ალბათ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელ საათზე გაიხსნება ან დაიხურება საარჩევნო უბნები, ან სულაც რომელი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში უმცირესობით თუ უმრავლესობით. გიგანტურმა ცხოველმა უბრალოდ ღია კარი მოიხელთა და თავის დახსნა გადაწყვიტა...

კომენტარი