37 ათასი ქალწულის გამაბედნიერებელი

კუნძულ ტონგას მმართველი, მისი უდიდებულესობა მეფე ფატაფეხი პაულახი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც მეტად ორიგინალური რეკორდსმენი.

1777 წელს, წყნარ ოკეანეში თავისი გრძელვადიანი ოდისეის დროს, ცნობილი ზღვაოსანი ჯეიმს კუკი მოხვდა კუნძულ ტონგას სამეფოში, სადაც გაეცნო მეფე ფატაფეხს. მისმა უდიდებულესობამ აუწყა კაპიტან კუკს, რომ ტონგას ტრადიციით, ნორჩი აბორიგენი გოგონების ქალწულობის დარღვევა მეფის მოვალეობას შეადგენდა.

ფატაფეხი მეფობდა 1770-დან 1784 წლამდე. ამ პერიოდის მანძილზე მას თავისი ქვეშევრდომები უყვარდა მწველად და ვნებიანად, ხოლო უბიწობის ტვირთისაგან გოგონების გათავისუფლება მიაჩნდა არათუ მხოლოდ თავის უფლებად, არამედ - მოვალეობადაც. ამ მოვალეობას ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და 8-10 სეანსს ასრულებდა დღეში, გარდა იმ 40 დღისა, როდესაც ის დღესასწაულობდა ან საზეიმო ცერემონიალში იღებდა მონაწილეობას.

ყველაზე მოკრძალებული გამოთვლით, თავისი მმართველობის განმავლობაში, მან ქალად აქცია სულ მცირე 37 ათასი თანამემამულე ქალიშვილი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მას ქვეყნის მმართველობაც უხდებოდა.

კომენტარი