სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნეპალის მცხოვრებმა კობრა კბენით მოკლა

ნეპალელმა ფერმერმა კობრაზე კბენით იძია შური. მამაკაცი ბრინჯის მინდორში მუშაობდა, როცა მან ინდურ კობრას ფეხი დაადგა. ქვეწარმავალმაც 55 წლის მოჰამედ სალმო მაია დაკბინა.

მაჰომედმა გველის დაჭერა მოასწრო და მას სამაგიერო ანალოგიური მეთოდებით გადაუხადა. ფერმერმა ქვეწარმავალს უკბინა, მოკლა და მუშაობა განაგრძო. რამდენიმე დღის შემდეგ როგორც იქნა ოჯახის წევრებმა მოჰამედი სამედიცინო დაწესებულებაში წასვლაზე დაითანხმეს, სადაც მას ინექცია გაუკეთეს და შინ დააბრუნეს.

ინდური კობრა საკამოდ საშიში ქვეწარმავალია. მისი შხამი ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. მიუხედაავ ამისა ამ ქვეწარმავლის დაკბენის შედეგად სიკვდილიანობის სტატისტიკური მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. 100-დან სავალალო შედეგით ექვსიდან თხუთმეტამდე შემხთვევა მთავრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100