სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცი ალიგატორმა იმსხვერპლა (ნაწყვეტი ვიდეოდან)...

ჩრდილოეთ კაროლინას ერთ-ერთ პარკში ასკილოგრამიანი ნიანგი მამაკაცს თავს დაესხა. მამაკაცი სასწაულმა გადაარჩინა და იგი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ფრედ ბოისს რეპტილია მაშინ დაესხა თავს, როცა იგი ნიანგის დაჭერას ცდილობდა. სწავლულს ნიანგი უნდა შეეკრა და დაცული ტერიტორიის მიღმა, თავისუფლად საცხოვრებლად გადაეყვანა.

თუმცა, ასკილოგრამიანმა რეპტილიამ ბოისს ამის საშუალება არ მისცა და მისი ცოცხლად შეჭმა გადაწყვიტა.

როცა ბოისი რეპტრილიაზე ზემოდან მოთავსებას ცდილობდა, ნინგმა ძალიან მარტივად გაწყვიტა ლენტი, რომლითაც ყბები ჰქონდა შეკრული და მამაკაცს მოუბრუნდა. პირველად მას ტრავმა მკლავზე მიაყენა. მამაკაცმა სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა, მაგრამ ნიანგი არ დანებდა და ამ დროისათვის ბოისი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100