სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეგვიპტელი, რომელიც საკუთარ დაკრძალვაზე „მკვდრეთით აღდგა“

28 წლის ეგვიპტელის დაკრძალვა ნამდვილ დღესასწაულად იქცა მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. ცერემონიალის დაწყებამდე, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი „მკვდრეთით აღდგა“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა ჰამდი ჰაფეზ ალ-ნუბის სიკვდილი მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც ამ უკანასკნელს სამსახურში გულის შეტევა დაემართა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ახლობლებმა სხეული სამედიცინო დაწესებულებიდან შინ გადაასვენეს და დაკრძალვისთვის მოამზადეს.

მამაკაცი გონს დაკრძალვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოეგო. მაშინ, როცა გარდაცვალების ცნობაზე ხელმოსაწერად მისულმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ სხეული ჯერკიდევ თბილი გახლდათ.

ახალი ამბის შეტყობის შემდეგ მამაკაცის დედა ცუდად გახდა, მაგრამ მოგვიანებით ექიმმა დედაც და შვილც გონს მოიყვანა და დაკრძალვაც ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100