სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თუ ამოცნობილი მონტაჟი? (ვიდეო)

დედამიწის ორ განსხვავებულ მხარეს ერთი და იგივე მფრინავი ობიექტი, სამდღიანი ინტერვალით სხვადასხვა კამერებმა დააფიქსირეს.

ანომალიების მოყვარულთა ყურადღება ვიდეორგოლმა მიიპყრო, რომელიც 2012 წლის 7 აპრილს YouTube-ზე გავრცელდა. აღნიშნული კადრები მომხმარებელმა სახელით Crazybreakingnews-მა გამოაქვეყნა.

როგორც იგი ირწმუნებოდა, კადრები გადაღებული იყო იმავე დღეს თვითმფრინავიდან, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის თავზე მიფრინავდა.

თვალსაჩინოა, რომ მარჯვნიდან ვიდეოობიექტივში თეთრი ფერის ობიექტი ჩნდება. რამდენიმე წამის მანძილზე იგი თვითმფრინავთან ერთად, ოდნავ ქვემოთ მიფრინავს. შემდეგ, სიჩქარის მატებასთან ერთად თვალთახედვის არედანაც იკარგება.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფორმის გარჩევა რთულია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ იგი თეთრია და არა ვერცხლისფერი, როგორც ადამიანის წარმოსახვაში არსებული „სტანდარტული მფრინავი თეფში“. ეს უკანასკნელი ძალიან წააგავს კვერცხს.

ვიდეორგოლის ატვირთვისთანავე, ინტერნეტის მომხმარებლებმა ანალოგიური სიუჟეტი გაავრცელეს. როგორც აღმოჩნდა, იმავე Crazybreakingnews-მა 2012 წლის 4 აპრილს მსგავსი ვიდეო ატვირთა, რომლეზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი კანბერის თავზე მყოფი თვითმფრინავის მარცხნიდან ჩნდება და 7 წამის შემდეგ უჩინარდება.

სკეპტიკოსები კრიტიკულად უყურებენ აღნიშნულ მოვლენას და ყოველივეს ვიდეომონტაჟს უწოდებენ. ისინი თვლიან, რომ „კვერცხი“ სრულებით არ ჯდება კადრში და მის ირგვლივ არსებული სიტუაცია მარტივი მონტაჟია.

მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც ყოველივეს სრულიად რეალურს უწოდებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100