სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში საბავშვო ეტლიდან ჩვილი მოიპარეს

მოსკოვის პოლიციის განყოფილებას 16 აპრილს ჩვილის დაკარგვის შესახებ განცხადებით მიმართა მეწარმემ, მ. ცომაევმა. მან განცხადებაში დეტალების აღწერისას მიუთითა, რომ საბავშვო ეტლში ჩაწვენილი ქალიშვილი ქუჩაში გაიყვანა და რახან პატარას ეძინა, ეტლის მუხრუჭი ჩართო და სახლში დარჩენილი სიგარეტის ასაღებად შებრუნდა, რამდენიმე წუთში მობრუნებულს კი 10 თვის ჩვილი საბავშვო ეტლში აღარ დახვდა.

მამაკაცი ამტკიცებს, რომ ჩვილის დაკარგვაში ბავშვის დედის, მისი ყოფილი მეუღლის ხელი ურევია: მან მიუთითა, რომ ის და მისი ცოლი ხშირად ჩხუბობდნენ, მარტის დასაწყისში ქალი სახლი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ რამდენჯერმე სცადა ბავშვის მოტაცება.

ჩვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ არის დადგენილი. როგორც პოლიციის მთავარი სამმართველოდან იტყობინებიან, მის ძებნაში საუკეთესო ოპერატიული მუშაკები ჩართეს. რუსული მედიის ცნობით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამორბოდა ცომაევის სახლის მხრიდან ორი ქალი. მათივე თქმით, ქალები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, თუმცა, სახელმწიფო ნომერი ვერ დაიმახსოვრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100