სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღრუბელი ტაივანზე, რომელმაც ადგილობრივებს ფანტასტიკის ჟანრის ფილმები მოაგონა (ვიდეო)

ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, 2012 წლის 28 თებერვალსაა გადაღებული. მოქმედება მიმდინარეობს ჩინეთის ქალაქ ჩუნგლიში, რომელიც ტაივანის კუნძულზე მდებარეობს. ქალაქს თავს ეხვევა დიდი სქელი ღრუბელი, რომელიც ერთი შეხედვით, ცუნამს ჰგავს.

ვიდეოს აღწერილობაში ნათქვამია, რომ ღრუბელი სრულიად მოულოდნელად, ნათელ, მზიან დღეს წარმოიქმნა, ხოლო ვიდეოს კომენტარში თვითმხილველმა დაწერა: „...ის სწორედ ისეთ ღრუბელს ჰგავდა, რომლებშიც უცხოპლანეტელთა ხომალდები იმალებიან ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100