სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატარა ბიჭუნას დავლური, „ლეზგინკა“ და „Lady in Red“ დაღესტნურ ქორწილში (ვიდეო)

დაღესტნურ ქორწილში მიღებული ტრადიციისამებრ, სადღეგრძელოებს შორის შესვენების დროს, როცა სტუმარ-მასპინძელი აცეკვდა, პატარა ბიჭუნამ წითელ ხალიჩაზე, წითელკაბიან გოგოსთან ცეკვით ნამდვილი ცეცხლი დაანთო. სამოყვარულო კამერით ან მობილურით გადაღებული ეს ცეკვა, რომელიც ინტერნეტში იანვრის დასაწყისში აიტვირთა, მოკლე ხანში ერთ-ერთი პოპულარული გახდა და უამრავმა ადამიანმა ნახა.

„ნამდვილი კავკასიელი კავალერი“, ხუთიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც ჩრდილოკავკასიურ „ლეზგინკას“ ცეკვავს და მეწყვილეს ქვემოდან ასცქერის, ყველა კომენტატორის აღტაცების ობიექტი გახდა, მის მეწყვილეს კი ზოგიერთებმა „Lady in Red“ უწოდეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100