როგორ გადაარჩინა თოჯინამ ოჯახი კვამლისგან გაგუდვას

ამერიკული და ევროპული მედია აშშ-ში მომხდარი კიდევ ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ იუწყება: 17 წლის კრისტიან დისონმა სკოლიდან სახლში თოჯინა-ჩვილი მოიტანა. თოჯინის გამოყენება მოზარდთა შორის ფეხმძიმობის პრობლემებზე პროგრამით იყო გათვალისწინებული და იგი პედაგოგების მიერ დღე-ღამის სხავადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ხმაურის გამოცემაზე იყო დაპროგრამებული.

ღამის სამ საათზე, თოჯინამ მოულოდნელად ტირილი მორთო. გოგონამ, რომელმაც მის ხმაზე გაიღვიძა, დაინახა, რომ სახლი კვამლით იყო სავსე, დედა გააღვიძა და სასწრაფოდ ქუჩაში გავარდა, რის შემდეგაც დედა-შვილმა მეხანძრეები გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით მოზარდის დედამ განაცხადა, სახლში ხანზარსაჭინააღმდეგო დეტექტორები არ მუშაობდა და, რომ არა თოჯინა, ისინი კვამლით გაიგუდებოდნენ.

კომენტარი