სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ წერეთელი პატრიარქზე და თბილისელებზე განაწყენდა

საქართველოს პატრიარქმა უარი თქვა მისი სამმეტრიანი, ბრინჯაოსგან დამზადებული ქანდაკების დადგმაზე თბილისში. ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის სამმეტრიანი ქანდაკება, რომელიც მოსკოვში ზურაბ წერეთელმა დაამზადა, თბილისში 14 სექტემბერს ჩამოიტანეს. როგორც ზურაბ წერეთელმა რუსულ მედიას განუცხადა, ქანდაკების თბილისში ტრანსპორტირება სხვას არ მიანდო და ტვირთს თვითონაც გაჰყვა, თუმცა, პატრიარქის უარმა გული დასწყვიტა.

როგორც „ინტერფაქსს“ მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, პატრიარქმა არაფერი იცოდა ქანდაკების შესახებ და არც მისი დამზადება, არც თბილისში ჩამოტანა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთან შეთანხმეული არ ყოფილა. „აქედან გამომდინარე, ქანდაკების დადგმა არც კი განხილულა“, - თქვა პატრიარქის პრეს-მდივანმა.

„მე გავაკეთე პატრიარქის სკულპტურა და ის ძალიან მომწონს. ჯერ არ ვიცი, სად და როდის დადგამენ მას. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მას აუცილებლად დადგამენ. ეს მალე მოხდება, მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ წერეთელმა და „მიმინოს“ ძეგლის დადგმის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ დაამატა, რომ ბოლო დროს თბილისელთა „არქიტექტურულ გემოვნებაში“ ეჭვი ეპარება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100