გეი წყვილმა აღმოაჩინა, რომ ისინი ჩვილობაში გაშვილებული ტყუპები იყვნენ

ალექსი და ჯეისონი ერთმანეთს ნიუ ჯერსიში შეხვდნენ და ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ, ცოტა ხანში ურთიერთობაც ააწყვეს და გრძნობებიც გაჩნდა. მხოლოდ ერთი გარემოება ეჩვენებოდა ყველას უცნაურად - გეი წყვილი ფიზიკურად ერთმანეთს ძალიან ჰგავდა.

მეგობრებმა ურჩიეს, რომ დეენემის ტესტი გაეკეთებინათ, რათა გაერკვიათ, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ იყო მათ შორის. ანალიზის პასუხი ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - მამაკაცები, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ და ცხოვრების სამუდამოდ ერთად გატარებას აპირებდნენ, ბავშვობაში დაკარგული ტყუპები იყვნენ.

„ჩვენ დეენემ-ტესტი ხუმრობით გავიკეთეთ, რადგან მეგობრებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ვიზუალი მხოლოდ დამთხვევაა, თუმცა ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ადამიანი, რომელთანაც ჩემი ცხოვრების დაკავშირებას ვაპირებდი, ჩემი ტყუპისცალი ძმა აღმოჩნდა, რომელთანაც ჩვილობისას დამაშორეს. არ ვიცი, ვიტირო თუ მიხაროდეს“ - აღნიშნა ჯეისონმა.


ეს ამბავი კიდევ უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდა ალექსისთვის. როგორც ჯეისონი ამბობს, ის აღარ ეკონტაქტება საკუთარ ძმას და სურს, ჰეტეროსექსუალად იქცეს, რადგან ტესტის შედეგმა მისი ფსიქიკა დააზიანა.

„ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ არასდროს გამეკეთებინა დეენემის ტესტი. ჩემს მშობლებს ვერ ვპატიობ, რომ 25 წლის განმავლობაში ასე მწარედ მატყუებდნენ“ - თქვა ჯეისონმა.

როგორც გაიკრვა, ტყუპები ბიოლოგიურმა მშობლებმა სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდნენ. არც ერთ მათგანს სურს ნამდვილი დედისა და მამის პოვნა, რადგან მათმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა ორივე შვილს ცხოვრება დაუნგრია და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.

კომენტარი