91 წლის მონაზონი თავის ქალიშვილობას აუქციონზე ყიდის, აღებული ფულით კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში შეიტანს წვლილს

91 წლის ფრანგი კათოლიკე მონაზონი აუქციონზე საკუთარ ქალიშვილობას ყიდის, რათა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს - ამის შესახებ სტატიას უცხოური გამოცემა აქვეყნებს.

ანტუანეტა დე'ბასილი, რომელიც 16 წლის ასაკიდან ღმერთს ემსახურება, მიიჩნევს, რომ გოთიკური ტაძრის აღდგენისთვის მას შეუძლია ყველაზე ძვირფასი რამ გაიღოს, რაც გააჩნია, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"მთელი ჩემი ცხოვრება ღმერთს მივუძღვენი და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ უფლის გამო მივიღე" - აღნიშნა ანტუანეტამ, რომლისთვისაც, მისივე თქმით, ძალიან რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.


როგორც მონაზონი აცხადებს, მისთვის მთელი სქესობრივი პროცესი ძალიან მოსაწყენი და უინტერესო იქნება, თუმცა ცოტა შიშის განცდაც აქვს, რადგან აქამდე მამაკაცი არასდროს შეხებია.

კომენტარი

×